Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შატილის ავტოკატასტროფა: საერთაშორისო თანამეგობრობა თანაუგრძნობს საქართველოს


23 აგვისტოს შატილში, ავტოკატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა 17 და კრიტიკულად დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც ერთდღიანი ტურით, შატილი-მუცოს სანახავად იმყოფებოდნენ.

მომხდართან დაკავშირებით გარდაცვლილთა ოჯახებისა და ქართველი ხალხის მიმართ თანაგრძნობა გამოხატა საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთმა წევრმა.

ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი

ძალიან ვწუხვარ ტრაგიკული ავტოავარიის გამო დუშეთის მუნიციპალიტეტში, რომელმაც ბევრი უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა. გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს.

ჯეიჰუნ ბაირამოვი,
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ძალიან ვწუხვართ საქართველოში ტრაგიკული საგზაო შემთხვევის გამო შატილის გზაზე დუშეთის მუნიციპალიტეტში. თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს. ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა საქართველოს მეგობრულ ხალხს.

დმიტრო კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

ღრმა მწუხარებას ვუცხადებ ჩვენს ქართველ მეგობრებს მიკროავტობუსის ავარიის გამო, რამაც უამრავი მსხვერპლი გამოიწვია. უკრაინაში ჩვენ ქედს ვიხრით დაღუპულთათვის გლოვაში და დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

კელი დეგნანი
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში

ამერიკის საელჩოს სრული შემადგენლობის სახელით, მსურს, ღრმა მწუხარება გამოვხატო 23 აგვისტოს შატილში ტრაგიკულად დაკარგული ჩვიდმეტი სიცოცხლის გამო. ვფიქრობთ მათზე, ვინც დაიღუპა და ვინც ამ მძიმე წუთებში მათ დაკარგვას გლოვობს. იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. თქვენ გარშემორტყმული ხართ ხალხით, ვინც თქვენს მწუხარებას იზიარებს.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი

შოკირებული და დამწუხრებული ვარ გუშინდელი მიკროავტობუსის ავარიის გამო საქართველოში. ვფიქრობთ დაღუპულებსა და მათ ოჯახებზე. გულწრფელად თანავუგრძნობ ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ისრაელი უგზავნის თანაგრძნობას საქართველოში, შატილის ტრაგიკული საგზაო ავარიის დროს დაღუპულთა ოჯახებს. ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას ყველა დაშავებულს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ძალიან ვწუხვართ შატილში, საქართველოში მომხდარი ტრაგიკული საგზაო შემთხვევის გამო. გულწრფელად თანავუგრძნობთ ოჯახებს, რომელთაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG