Accessibility links

site logo site logo

გლოვის ნიშნად თბილისში დაეშვა ევროკავშირის დროშაც


საქართველოში გამოცხადებული გლოვის ნიშნად ევროკავშირის დროშა დაუშვეს თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობაზე.

„შატილის გზაზე ტრაგიკულად დაღუპულებს ვგლოვობთ. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებსა და მეგობრებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაზარალებულებს“, - აღნიშნავს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

დღეს საქართველოში გლოვობენ შატილთან მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპულებს. გლოვის ნიშნად ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშა.

23 აგვისტოს, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა მიკროავტობუსი, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა. დაიღუპა 17, მათ შორის ერთი ოჯახის წევრები. მძიმედ დაშავდა 3.

ავტოკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG