Accessibility links

საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი


საქართველოში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ ერთი ადამიანი. სამთავრობო საიტ stopcov.ge-სა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საიტებზე დილით განახლებული მონაცემების მიხედვით, გარდაცვლილთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა.

ეს გარდაცვალების მეორე შემთხვევაა ბოლო, დაახლოებით 12 საათის განმავლობაში. 24 აგვისტოს, საღამოს ცნობილი გახდა, რომ COVID-19-ით გარდაიცვალა 87 წლის ქალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG