Accessibility links

ბელარუს კოლეგებს საქართველოდან სოლიდარობას უცხადებენ


საქართველოში სხვადასხვა სამრეწველო სფეროს წარმომადგენლები ბელარუს კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ. მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები ავრცელებენ ვიდეომიმართვებს. ტყიბულელი მეშახტეები, ჭიათურელი მაღაროელები და ქსნის მინის ტარის ქარხნის მუშები აცხადებენ, რომ ბელარუსში გაფიცული მუშების სამართლიან მოთხოვნებს უერთდებიან და წარმატებას უსურვებენ თავიანთი უფლებებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაში.

ბელარუსში გრძელდება მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ და ლუკაშენკას გადადგომისა და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

ოპოზიციის ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და ქუჩაში პროტესტის ნიშნად გასული ათიათასობით ადამიანი, მათ შორის, ყველაზე დიდი ქარხნების მუშები, მოითხოვენ ფალისფიცირებული არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ფართო მონაწილეობის პირობებში.

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ლიეტუვაში დევნილი სვიატლანა ციხანოუსკაია აცხადებს, რომ ბელარუსში დაიწყო „მშვიდობიანი რევოლუცია“ და ის და მისი თანამებრძოლები არიან არა ოპოზიცია, არამედ „უმრავლესობა“.

ევროპის კავშირმა განაცხადა, რომ არ ცნობს არჩევნების შედეგებს. აშშ-მა არჩევნებსა და მის შემდგომ საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოხატა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG