Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სინოდმა გადააყენა ბელარუსის მიტროპოლიტი, რომელმაც წუხილი გამოხატა ლუკაშენკასათვის გამარჯვების მილოცვის გამო


Exarch Pavel of All Belarus and Metropolitan of Minsk and Zaslavl Pavel
Exarch Pavel of All Belarus and Metropolitan of Minsk and Zaslavl Pavel

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მინსკის და ზასლავსკის მიტროპოლიტი პავლე (პონომარიოვი), რომელმაც, ცოტა ხნის წინ, წუხილი გამოხატა ლუკაშენკასათვის 9 აგვისტოს არჩევნებში ნაჩქარევი მილოცვის გამო და 17 აგვისტოს მოინახულა მილიციის სპეცრაზმის მიერ ნაცემი დემონსტრანტები.

რუსეთის სინოდის წარმომადგენლის, ვლადიმირ ლეგოიდას ინფორმაციით, მიტროპოლიტმა პავლემ თავად ითხოვა თანამდებობიდან საეკლესო გადადგომა.

მის ნაცვლად კი მინსკისა და ზასლავსკის მიტროპლიტად, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა დანიშნა ვენიამინი (ტუპეკო), ბორისოვსკისა და მარინგორსკის ეპისკოპოსი.

10 აგვისტოს მიტროპოლიტმა პავლემ ალიაქსანდრ ლუკაშენკას მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. მაგრამ მას შემდეგ, რაც მიიღო ინფორმაცია დემონსტრანტების სასტიკ დარბევასა და რეპრესიებზე, ბოდიში მოიხადა ნაჩქარევი მილოცვისთვის.

22 აგვისტოს ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, მოუწოდა ღვთისმსაურებს, რომ არ ჩაერიონ პოლიტიკაში და საკუთარ საქმეებს მიხედონ.

„ეკლესიებში ადამიანები უნდა დადიოდნენ სალოცავად. ტაძრები და მონასტრები - არ არის შექმნილი პოლიტიკისათვის“, - განაცხადა ლუკაშენკამ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ქალაქ ჰროდნოში.

9 აგვისტოს პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, ბელარუსში საპროტესტო აქციები და გაფიცვები ორი კვირის განმავლობაში გრძელდება.

დემონსტრანტები აპროტესტებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად არჩევნებში 80%-ზე მეტი ხმით მოქმედმა პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გაიმარჯვა.

ცნობილია, რომ აქციების დროს დაიღუპა სულ მცირე 4 დემონსტრანტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG