Accessibility links

მინსკში კვლავ ათასობით ადამიანი შეიკრიბა ანტისამთავრობო მიტინგზე


ბელარუსის დედაქალაში სამშაბათს კვლავ ათასობით ადამიანი შეიკრიბა თავისუფლების მოედანზე ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, წინააღმდეგ.

ოპოზოციის განცხადებით, შეკრების არაფორმალური მიზეზია ქვეყნის დამოუკიდებლობის თარიღის, 25 აგვისტოს, აღნიშვნა.

29 წლის წინ, 1991 2ლის 25 აგვისტოს ბელარუსმა მიიღო დამლუკიდებლობის დეკლარაცია.

აქციები იმართება ბელარუსის სხვა ქალქებში.

ტელეგრამ არხ „ნეხტას“ ცნობით, მილიციამ ქალაქ ჰორდნოში დააკავა ადგილორივი საწარმოს „ჰროდნო აზოვის“ ოცამდე თანამშრომელი, რომელიც ქალაქში სეირნობდა.

9 აგვისტოს პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, ბელარუსში საპროტესტო აქციები და გაფიცვები ორი კვირის განმავლობაში გრძელდება.

დემონსტრანტები აპროტესტებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად არჩევნებში 80%-ზე მეტი ხმით მოქმედმა პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გაიმარჯვა.

ცნობილია, რომ აქციების დროს დაიღუპა სულ მცირე 4 დემონსტრანტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG