Accessibility links

ერევანში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არიან დაშავებულები


26 აგვისტოს დილით ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მძლავრი აფეთქება მოხდა ოთხსართულიან საცხოვრებელ სახლში, რომელიც ნაწილობრივ დაინგრა.

ორი მობინადრე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

50 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მეორის, 70 წლის ქალის მდგომარეობას, ექიმები აფასებენ როგორც საშუალო სიმძიმისას.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და საგანგებო სიტუაციების მინისტრი ფელიქს ცოლაკიანი.

ნანგრევებში კინოლოგები ეძებენ სავარაუდო დაშავებულებს.

ცნობილია, რომ სულ მცირე ერთი ადამიანი დაკარგულია. მაშველებმა სანახევროდ დანგრეული საცხოვრებელი სახლიდან 21 მობინადრის ევაკუაცია განახორციელეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG