Accessibility links

ავღანეთში ასამდე გაიზარდა სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა


ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ფარვანის პროვინციაში.

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ასამდე გაიზარდა გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობისა და ნიაღვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა.

ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ფარვანის პროვინციაში, სადაც სამაშველო სამსახურები კვლავ აგრძელებენ დაჭრილთა და დაზარალებულთა ევაკუაციას, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებას.

ფარვანის დედაქალაქ ჩარიკარის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, აბდულ სანგინმა, რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს უთხრა, რომ დაღუპულთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან.

დაშავებულია 300-მდე ადამიანი. ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG