Accessibility links

site logo site logo

სამუდამო პატიმრობა მიესაჯა კრაისტჩერჩის მეჩეთებში 51 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს


ახალი ზელანდიის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ქალაქ კრაისტჩერჩში, ორ მეჩეთზე თავდასხმაში ბრალდებულ ბრენტონ ტარანტს. 29 წლის ავსტრალიელი ვერ ისარგებლებს ვადამდელი გათავისუფლების უფლებით. სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ახალი ზელანდიის სასამართლომ ასეთი მკაცრი განაჩენი პირველად გამოიტანა.

ტარანტი დამნაშავედ ცნეს 51 მკვლელობაში, მკვლელობის მიზნით 40 თავდასხმასა და ტერაქტის ჩადენაში. დაცვის მხარემ ბრალდებულის სახელით განაცხადა, რომ განაჩენს არ გაასაჩივრებენ.

2019 წლის მარტში, ბრენტონ ტარანტმა ქალაქ კრაისტჩერჩის ორ მეჩეთში ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა სალოცავად შეკრებილი ხალხი. ტარანტი თავდასხმას ფეისბუკის პირდაპირ ეთერში გადასცემდა. მანამდე მან გამოაქვეყნა მანიფესტი თეთრკანიანთა რასობრივი უპირატესობის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG