Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 11-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი, 40-ით გაიზარდა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 11 შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1447-მდე გაიზარდა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-სა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფეისბუკის გვერდზე 27 აგვისტოს დილით განახლებული მონაცემების მიხედვით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 40 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1190.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

26 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის სულ 274 შემთხვევა, მათგან 4 გარდაცვალების, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას - 89.

XS
SM
MD
LG