Accessibility links

ოთხი ამერიკელი სამხედრო დაშავადა რუს ჯარისკაცებთან საგზაო კონფლიქტის დროს სირიაში


ოთხი ამერიკელი სამხედრო დაშავდა სირიაში რუსეთის სამხედრო პოლიციასთან საგზაო ინციდენტის დროს. მათ მსუბუქი დაზიანება მიიღეს, როცა მათ ავტომანქანას რუსეთის ჯავშანსატრანსპორტო ავტომობილი შეეტაკა. ამის თაობაზე ინციდენტ მოხდა იტყობინება ABC News.

ინციდენტი მოხდა 25 აგვიტოს, დილით, სირიის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ დერიკთან. აშშ-ის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს თანახმად, საერთაშორისო კოალიციის პატრული შეხვდა რუსეთის სამხედრო პატრულს. რუსეთის ჯავშანტრანსპორტიორი შეეჯახა ამერიკელების ჯავშანმანქანას, რომლის ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ.

26 აგვისტოს გამოცემა Русская весна-მ" გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ჩანს, როგორ მისდევს ტრანსპორტი რუსეთის დროშებით აშშ-ის ტექნიკას, რის შემდეგად ხდება შეტაკება.

თეთრს სახლში რუსი სამხედროების ქმედებას უწოდეს არაუსაფრთხო და არაპროფესიონალური.

ვითარება განიხილეს ორი არმიის შტაბების უფროსებმა.

ვიდეოზე ჩანს ორი ამერიკული ჯავშანავტომობილი „ტაიფუნი“, რომლებსაც გარს არტყამს „ტიგრის“ ტიპის ჯავშანმანქანები, სატვითრო მანქანა „ურალი“, ხოლო კოლონის თავზე დაფრინავენ შვეულმრენები Ми-8 და Ми-24ВМ.

რუსეთი თავდაცვის სამინისტრო თავის კომენტარში ამბობს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა იციდნენ რუსეთის კოლონის გადაადგილების შესახებ, მაგრამ შეეცადნენ მისთვის გზა გადაეკეტათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG