Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უისკონსინის შტატში ფედერალურ სამართალდამცველებს აგზავნიან


აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ სამართალდაცვის ფედერალური 200 აგენტი გააგზავნა უისკონსინის შტატში, ქალაქ კენოშაში, რათა დაეხმარონ ადგილობრივ ხელისუფლებას აღკვეთონ არეულობა, რომელიც დაიწყო პოლიციის მიერ აფრიკელ-ამერიკელის მძიმედ დაჭრის შემდე.

ფედერალური რესურსების „ზრდა გაგრძელდება“ საჭიროების მიხედვით, განაცხადა ტვიტერით იუსტიციის სამინისტროს პრეს-მდივანმა, კერი კუპეკმა.

ფედერალური დახმარება უისკონსინი შტატში გაიგზავნა მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქალაქში დამატებითი ფედერალური ძალები უნდა გაიგზავნოს.

ვანდალიზმის და ცეცხლის გაჩენის ფაქტები გამრავლდა საპროტესტოს აქციების დროს, რომელიც დაიწყო 23 აგვისტოს პოლიციელის მიერ 29 წლის ჯეიკობ ბლეიკის დაჭრის შემდეგ.

25 აგვისტოს შეტაკება, ხელისუფლების თანახმად, მოხდა თეთრკანიანთა რაზმებს და დემონსტრანტებს შორის. ორი პირი მოკლეს და ერთი დაჭრეს. პოლიციის თანახმად, ერთი ტინეიჯერი დააკავეს მკვლელობის ბრალდებით.

ძალადობა დაემთხვა რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობის მეორე დღეს.

ტრამპმა თავისი წინასარჩევნო კამპანიის თემად გამოაცხადა „კანონი და წესრიგი“, როცა, ეს შტატი, უისკონსინი მისთვის საკვანძო შტატად ითვლება.

არჩევნებზე ტრამპის მეტოქემ რესპუბლიკური პარტიიდან, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ტელეფონით ესაუბრა ბლეიკის ოჯახს და უთხრა მას, რომ „სამართლიანობა უნდა აღსრულდეს და აღსრულდება კიდეც“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG