Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზ. მაუწყებლის საჩივარი „ფორმულას“ კომედიურ სკეტჩთან დაკაშირებით არ დაკმაყოფილდა


საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ არ დაუდგინა საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევა, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი ითხოვდა.

საქმე ეხება „ფორმულას“ ეთერში გასულ კომედიურ სკეტჩს, რომელშიც პირველი არხისა და გადაცემა „ახალი დღის“ ლოგოები და ვიზუალური შეფუთვა გამოიყენეს.

კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიზუალური კომპონენტები საკუთარ ორიგინალურ კონტენტს პაროდიის მიზნით დაადო და ლოგოები მაუწყებლის გაშარჟებისთვის გამოიყენა.

„საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ „ფორმულას“ მიზანი იყო სატირულ-იუმორისტული გადაცემის განთავსება და მისი მოტივაცია არ ყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „ახალი დღის“ ლოგოების და ამავე გადაცემის ვიზუალური კომპონენტების საკუთარი მაუწყებლობის ან გადაცემის ამოსაცნობ ნიშნებად გამოყენება“.

სადავო იუმორისტული გადაცემა ეთერში 11 აგვისტოს გავიდა. 19 აგვისტოს საჩივარში საზოგადოებრივი მაუწყებელი „ფორმულას“ სამაგალითო დასჯას მოითხოვდა და წერდა:

„უნიჭო იმიტაცია, განზრახ მიმართული იყო მაყურებლის შეცდომაში შეყვანაზე, რადგან პირველი არხის სახელით და „არაიუმორისტული“ ფორმით, გადაცემა „ფსკერის“ სახელით გავრცელდა პოლიტიკური კონტექსტის მქონე კონტენტი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG