Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა: რუსეთი 1 მლრდ დოლარის ვალის რეფინანსირებით დაეხმარება ბელარუსის ეკონომიკას


ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლაუკაშენკამ გამოაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე ფართო მასშტაბის საპროტესტო გამოსვლებისა და გაფიცვების დროს არ დაუშვებს ქვეყნის ვალუტის კოლაფსს. ეს განცხადება მან 27 აგვისტოს გააკეთა. უკანასკნელ დღეებში ბელარუსულში რუბლის დეფიციტი შეინიშნება.

ლუკაშენკამ ილაპარაკა მოსკოვთან შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმად, რუსეთი დააფინანსებს ბელარუსის 1 მილიარდი დოლარის მოცულობის ვალებს.

ლუკაშენკას განცხადების ფონია ხელისუფლების მიერ ოპოზიციის ლიდერებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ მკაცრი ზომების განხორციელება მას შემდეგ, რაც მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც, ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკამ გაიმარჯვა ხმების დიდი უმრავლესობით.

ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და მრავალრიცხოვანი გაყალბების დამადასტურებელ საბუთებს აქვეყნებს.

არჩევნების დღის შემდეგ ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნით.

ხელისუფლებამ ძალა გამოიყენა დემონსტრანტთა წინააღმდეგ. ათასობით ადამიანი დააკავეს, ასობით მათგანი ნაცემი და ნაწამებია „ომონისა“ და მილიციის სხვა ქვედანაყოფების მიერ.

ასევე ნახეთ: დიალოგზე საუბარი მორიგი რეპრესიების ფონზე

ლუკაშენკა ოსამა ბინ ლადენის საყვარელ იარაღს ანიჭებს უპირატესობას

ბელარუსი: მასობრივი გამოსვლები და შეიარაღებული პრეზიდენტი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG