Accessibility links

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან სამის წყარო უცნობია


საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო დაავადებულთან კონტაქტია, სამი სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერაა შემოტანილი, დანარჩენი სამის შემთხვევაში წყარო ჯერჯერობით უცნობია და ეპიდკვლევა გრძელდება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 28 აგვისტოს მონაცემებით, 1455-ია. აქედან გამოჯანმრთელდა 1196. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

27 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის სულ 295 შემთხვევა, მათგან 4 გარდაცვალების, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას - 89

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG