Accessibility links

იაპონიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს


იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 28 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე აბემ იაპონელ ხალხს ბოდში მოუხადა და თქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ივლისიდან გაუარესდა, მკურნალობა სჭირდება და არ სურს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აისახებოდეს სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღებაზე.

შინზო აბემ განმარტა, რომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს, სანამ იაპონიის მმართველი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია მის შემცვლელს არ შეარჩევს.

სააგენტო Kyodo-ს ინფორმაციით, 65 წლის შინზო აბეს ქრონიკული წყლულოვანი კოლიტი აქვს. აბე იაპონიის მთავრობას უწყვეტად ხელმძღვანელობს 2012 წლიდან.

შინზო აბემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა პირველად 2006 წელს დაიკავა, თუმცა, ერთი წლის შემდეგ გადადგა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით. იმ პერიოდში აბეს მთავრობის ზოგიერთი წევრი კორუფციულ სკანდალში იყო გახვეული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG