Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო გამოსვლები დამშვიდდა უისკონსინ-სიტიში, დაასახელეს პოლიციელის ვინაობა, რომელმაც შავკანიანი კაცს ესროლა


აშშ-ის უისკონსისის შტატის გენერალურმა პროკურორმა დაასახელა თეთრკანიანი პოლიციელის ვინაობა, რომელმაც მძიმედ დაჭრა აფრიკელ-ამერიკელი, რასაც მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც სამი ღამის განმავლობაში გაგრძელდა ქალაქ კენოშაში.

27 აგვისტოს უისკონსინის შტატის გენერალურმა პროკურორმა, ჯოშ კალმა დაასახელა რუსტენ შესკი, რომელსაც კენოშის პოლიციის დეპარტამენტში სამსახურის შვიდწლიანი სტაჟი აქვს, როგორც პოლიციელი, რომელმაც ესროლა ჯეიკობ ბლეიკს.

მისი დასჯისკენ მოწოდებები გაისმა უკვე 23 აგვისტოს, ინციდენტის შემდეგ, როცა ბლეიკმა თავისი მანქანის კარი გამოაღო პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ. შესკიმ შვიდი ტყვია ისროლა ბლეიკის მიმართულებით და ოთხი მოარტყა.

შედეგად, ბლეიკი პარალიზებულია წელს ქვემოთ და საავადმყოფოში წევს.

კალმა განაცხადა, რომ ბლეიკის მანქანაში ნახეს დანა, მაგრამ ადვოკატმა, რომელიც ბლეიკის ინტერესებს იცავს, განაცხადა, რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენდა.

26 აგვისტოს 200-მდე დემონსტრანტმა მოაწყო მსვლელობა, რომლის დროსაც ისმოდა ლოზუნგი: „შავი სიცოცხლე მნიშვნელოვანია“.

შეიარაღებული რაზმელები, რომლებიც წინა დღით გავიდნენ ქუჩებში, როცა ორი სამოქალაქო პირი იქნა მოკლული, აღარ ჩანდნენ. 27 აგვისტოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 17 წლის თეთრკანიანს, კაილ რიტენჰაუსს ბრალდება წაუყენეს ექვს შემთხვევაში იარაღის გამოყენების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG