Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის ლიდერები განიხილავენ დიპლომატიურ ნაბიჯებს ბელარუსის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად


ბელარუსის პოლიტიკური ვითარების მოგვარების მიზნით დიპლომატიური სვლებია ყურადღების ცენტრში შეხვედრებზე, რომლებიც იმართება ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის დედაქალაქ ბერლინსა და ვენაში 28 აგვისტოს, რის ფონზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიმართ საპროტესტო გამოსვლები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში გრძელდება.

საგარეო საქმეთა მინისტრები აგრძელებენ ორდღიან შეხვედრას ბერლინში, სადაც სანქციების თემას განიხილავენ. ეუთო შეხვედრას ვენაში მართავს.

ევროკავშირი უკვე იტყობინებოდა, რომ სანქციებს დაუწესებს 15-20 ადამიანს, რომლებსაც ბრალად ედებათ არჩევნების გაყალბება და დემონსტრაციების ჩახშობა 9 აგვისტოს სადავო კენჭისყრის შემდეგ.

საგარეო საქმეთა მინისტრების მიზანია, პოლიტიკური მხარდაჭერა მოიპოვონ იმ პირების სიისთვის, რომლებისთვისაც სანქციების დაწესება სურთ. შედეგად, მათ შეეძლებათ ოფიციალურ დამტკიცებას მიაღწიონ. გავრცელებული ცნობით, ზოგიერთი დიპლომატი უფრო მკაცრ სანქციებს მოითხოვს.

XS
SM
MD
LG