Accessibility links

logo-print logo-print

გერმანიამ, შესაძლოა, სანქციები დაუწესოს რუსეთს ნავალნის მოწამვლისთვის


ბერლინმა, შესაძლოა, ახალი სანქციები დაუწესოს რუსეთს, თუ დადასტურდა, რომ რუსი ოპოზიციონერის მოწამვლაში ხელი ურევია რუსეთის სახელმწიფოს.

ამის შესახებ 28 აგვისტოს განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა, რომელმაც ნავალნის მოწამვლის საქმე შეადარა ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას ბერლინში.

გერმანიის ხელისუფლებას აქვს მტკიცებულებები, რომ ხანგოშვილის მკვლელობა ორგანიზებული იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ, რის გამოც გერმანიიდან გააძევეს რუსეთის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელი.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პარასკევს განაცხადა, რომ „როდესაც მეტი სიცხადე იქნება“ ნავალნის საქმის გარშემო, ის მზად იქნება გამოვიდეს „საერთოეროპული რეაქციის“, და არა მხოლოდ ერთი სახელმწიფოს რეაქციის - ინიციატივით.

მერკელს არ დაუზუსტებია, თუ როგორი იქნება ეს „რეაქცია“.

იუწყებიან, რომ მერკელი წინაღმდეგია ნავალნის საკითხის დააკავშირებისა გაზსადენ „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის მშენებლობასთან, რომლის დასრულებასაც მერკელი კვლავაც ურყევად უჭერს მხარს.

ბერლინის კლინიკა „შარიტემ“, სადაც მკურნალობას გადის ალექსეი ნავალნი, დღეს გაავრცელა ახალი ცნობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მასში ლაპარაკია რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მდგომარეობის მცირედ გაუმჯობესების შესახებ, მაგრამ იმავდროულად ხაზგასმულია, რომ ნავალნი კვლავინდებურად ხელოვნურ კომაში იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და შეერთებულია ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე.

24 აგვისტოს „შარიტეს“ საავადმყოფომ დაადგინა, რომ ნავალნი მოწამლეს ნივთიერებით, რომელიც მიეკუთვნება ქოლინესტერაზის ინჰიბიტორების ჯგუფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG