Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო გამოსვლებისა და გაფიცვების 22-ე დღეს მინსკში დემონსტრაცია გრძელდება


ბელარუსში საპრეზიდენტო სადავო არჩევნებიდან 22-ე დღეს, 30 აგვისტოს, გრძელდება საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები.

ხელისუფლებამ ღამით ლითონის ღობეები აღმართა მინსკის დამოუკიდებლობის მოედანსა და ქალაქის ცენტრის სხვა ნაწილებში გამოსვლების მოლოდინში, რომლებიც მიმართულია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ, რადგან ისინი მანიპულირებულ იქნა პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას სასარგებლოდ.

29 აგვისტოს მინსკში მსვლელობა მოაწყო დაახლოებით ათი ათასმა ადმიანმა, ძირითადად ქალებმა. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

29 აგვისტოს ბელარუსის უშიშროების ეროვნულმა საბჭომ სულ მცირე, 17 უცხოელ ჟურნალისტს, რომლებიც ამ ქვეყნაში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ, ჩამოართვა აკრედიტაცია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, გადაწყვეტილება უსაფრთხოების საფუძველზე იქნა მიღებული.

ევროკავშირმა განაცხადა, რომ მედიის „დაშინების და ხელის შეშლის ნაცვლად, ხელისუფლებამ უნდა უსმინოს და უპაუხოს სურვილებს და სწრაფვას ბელარუსის ხალხისა, რომელიც ამას უმაგალითოდ და მშვიდობიანად გამოხატავს".

სამი კვირის განმავლობაში დემონსტრაციები და გაფიცვები პრეზიდენტ ლუკაშენკას უდიდესი გამოწვევა იყო მისი 26 წლიანი მმართველობის განმარვლობაში. გასულ კვირას ასი ათასი ადამიანი გავიდა მინსკშის ქუჩებში მიუხედავად პოლიციის სასტიკი ქმედებისა და დაკავებულების მიმართ ძალადობისა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG