Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ ალში უბედურმა შემთხვევამ 2 ადამიანი იმსხვერპლა


უბედური შემთხვევა მოხდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, სადაც ორი მოქალაქე დაიღუპა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ალში მდებარე ერთ-ერთი ჭის გასაწმენდად ჯერ 28 წლის მამაკაცი ჩავიდა, ცოტა ხანში ის შეუძლოდ გახდა და დახმარება ითხოვა, დასახმარებლად ჭაში მისი ძმა, 33 წლის კაციც ჩავიდა და ისიც შეუძლოდ გახდა. ადგილზე მისულ სასწრაფო და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლებს ძმები უკვე გარდაცვლილები დახვდათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით 2 ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობას ნიშნავს.

ჭა, რომელშიც უბედური შემთხვევა მოხდა, ამჟამად დალუქულია. გარდაცვლილები კი გორის პროზექტურაში გადაასვენეს. ალელების თქმით, 6-მეტრიან ჭაში, წყალი ერთ მეტრამდე იყო, ეს ჭა ამავე ძმების მიერ იყო დაბურღული. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი ძმები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის მცხოვრებლები არიან.

XS
SM
MD
LG