Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლო მომავალში მოსკოვში გაიმართება ლუკაშენკასა და პუტინის შეხვედრა


ბელარუსის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის თანახმად, ალექსანდრ ლუკაშენკა და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი პირად შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

კრემლის პრეს-სამსახურმა ადრე დაადასტურა, რომ 30 აგვისტოს პუტინის და ლუკაშენკას მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა და მოილაპარაკეს მოსკოვში მომავალ კვირებში შეხვედრის შესახებ.

მინსკის ცნობით, ამ მოლაპარაკების დროს პრეზიდენტებმა განიხილეს აქტუალური თემები, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობა და ვითარება ბელარუსში.

პუტინმა ერთმა-ერთმა პირველმა მიულოცა ლუკაშენკას არჩევნებში გამარჯვება, რომელსაც ეჭვქვეშ აყენებენ კენჭისყრის შემდგომი საპროტესტო გამოსვლების მონაწილენი, ასევე დასავლეთის ქვეყნები.

XS
SM
MD
LG