Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტში, წინუბნის ტყეში 30 აგვისტოს გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ცეცხლის ქრობის სამუშაოები დილის 5 საათიდან განახლდა. ამარათის მთაზე, სოფლის მოსახლეობა მეხანძრე-მაშველებსა და რეინჯერებთან ერთად მონაწილეობდა ხანძრის ქრობაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი დათვალიერებით, დამწვარია ტყის ქვედა საფარი 4 ჰექტარ ფართობზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ხანძარი ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინუბნიდან დაახლოებით 20 კილომეტრში, ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, 30 აგვისტოს გაჩნდა.

XS
SM
MD
LG