Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შატილში, ავტოავარიაში დაშავებული სამი ადამიანის მდგომარეობა გაუმჯობესდა — რატიანი


ლევან რატიანი
ლევან რატიანი

შატილში, მიკროავტობუსის ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სანამ პაციენტები რეანიმაციაში არიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, თუმცა "ამ ეტაპზე ვიტალური [სასიცოცხლო] ფუნქციები აღდგენილი აქვს სამივე პაციენტს".

23 აგვისტოს შატილში, 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა სამგზავრო მიკროავტობუსი, რის შედეგადაც, ტრაგიკულად დაიღუპა 17 და კრიტიკულად დაშავდა სამი ადამიანი. ისინი ერთდღიანი ტურით, შატილი-მუცოს სანახავად იმყოფებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG