Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს ბელარუსის კათოლიკეთა მეთაური


ტადეუშ კონდრუსევიჩი
ტადეუშ კონდრუსევიჩი

ორშაბათს ბელარუსის მესაზღვრეებმა ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს მიტროპოლიტ ტადეუშ კონდრუსევიჩს - ბელარუსის კათოლიკე ეპისკოპოსების კონფერენციის მეთაურს.

რადიო თავისუფლებას თავად არქიეპისკოპოსმა დაუდასტურა, რომ ის პოლონეთსა და ბელარუსს შორის საზღვარზე არ გაუშვეს.

ბელარუსის რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ კონდრუსევიჩი ბელარუსის მოქალაქეა. პოლონეთში ის მივლინებით იმყოფებოდა. ბელარუსში შესვლაზე მას გაურკვეველი მიზეზებით უთხრეს უარი.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში კონდრუსევიჩმა რამდენჯერმე კრიტიკული განცხადება გააკეთა საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ბელარუსის სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებებზე. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არ გამართულა სამართლიანად. კონდრასევიჩი ბელარუსის პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების მოწოდებებით გამოდის.

ოფიციალური მონაცემებით, კათოლიკურ ეკლესიას თავს მიაკუთვნებს ბელარუსის მოსახლეობის 10%-ზე მეტი. ეს რაოდენობის მიხედვით მეორე კონფესიაა მართლმადიდებლობის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG