Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ომონმა“ მინსკის ცენტრში დააკავა გაფიცვაში მონაწილე სტუდენტები


სამშაბათს მინსკის ცენტრში „ომონის“ თანამშრომლებმა დააკავეს სტუდენტები, რომლებიც ბელარუსის პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ.

სტუდენტები, რომლებიც არ ეთანხმებიან საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, სასწავლო წლის პირველ დღეს გაფიცვაზე გამოვიდნენ ოპოზიციის მოწოდებით. უნივერსიტეტების მახლობლად ეწყობა სტუდენტური პიკეტები.

გარდა ამისა, მინსკში იმართება კიდევ ერთი სტუდენტური მსვლელობა, რომელსაც რადიო თავისუფლების ბელარუსული რედაქცია აშუქებს პირდაპირ ეთერში.

Telegram-ის არხ Nexta-ზე, რომელზეც სხვა ინფორმაციასთან ერთად ქვეყნდება საპროტესტო აქციების ანონსებიც, გუშინ გამოქვეყნდა მოწოდება 1 სექტემბერს გაფიცვის მოწყობის თაობაზე. როგორც იტყობინებიან, დილიდან გაფიცულია BelAZ-ის, მინსკის საკისრების ქარხნისა და რიგი სხვა საწარმოების მუშათა ნაწილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG