Accessibility links

ბულგარეთმა შეაჩერა ემელიან გებრევის მკვლელობის მცდელობის გამოძიება


ბულგარეთის პროკურატურამ შეაჩერა ბიზნესმენ ემელიან გებრევის მკვლელობის მცდელობის გამოძიება.

ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია, მაგრამ ეს, შესაძლოა, გამოწვეული იყოს მოსკოვის უარით, დახმარებოდა გამოძიებას.

გამოძიების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში ბულგარეთის პროკურატურა ეყრდნობა ბულგარეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ორ მუხლს.

როგორც გებრევმა უთხრა რადიო თავისუფლების ბულგარულ სამსახურს, ერთ-ერთი მუხლი ითვალისწინებს გამოძიების შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებას არ აქვს წვდომა ეჭვმიტანილებზე, რაც ხელს უშლის ჭეშმარიტების დადგენას. მეორე ითვალისწინებს სხვა ქვეყნის სამართლებრივ დახმარებას, რაც რუსეთმა არ აღმოუჩინა გამოძიებას.

წინასწარი გამოძიებით, ემელიან გებრევი 2015 წელს მოწამლეს - სავარაუდოდ, იმავე ნერვულ-პარალიზებადი ზემოქმედების ნივთიერება „ნოვიჩოკით“, რომლითაც მოგვიანებით სკრიპალები.

თებერვლის ბოლოს გამოქვეყნდა საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ის, შვეიცარიულ საიტ Tamedia-ისა და რუსული Insider-ის ერთობლივი გამოკვლევა, რომლის თანახმად, ემელიან გებრევის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ სამ პირს, სავარაუდოდ, რუსეთის გრუ-ს თანამშრომლებს.

გამოძიება თავდასხმაში ეჭვმიტანილად მიიჩნევდა რუსეთის მოქალაქეებს: სერგეი ფედოტოვს, სერგეი პავლოვსა და გეორგი გორშკოვს.

ივლისის ბოლოს გამოქვეყნებულ ღია წერილში, გებრევი აღნიშნავს, რომ მისი საქმის გამოიძიება შეგნებულად მუხრუჭდება და ამის მიზეზი, მისი აზრით, შესაძლო "გეოპოლიტიკური შედეგებია".

ბულგარეთის პროკურატურაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გებრევის საქმის გამოძიების შეჩერება მის შეწყვეტას არ ნიშნავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG