Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: 38 ინფიცირებულის მიუხედავად, სასკოლო პროცესი არ გადაიდება


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, იმის მიუხედავად, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 38 პირს დაუდასტურდა სასკოლო პროცესის დაწყება არ გადაიდება. ამის შესახებ მან უწყებათაშორის კომისიის სხდომაზე ისაუბრა, კომენტარი კი პრესსამსახურმა გაავრცელა.

"ჩვენი პასუხისმგებლობა აქ არის მაღალი იმისთვის, რომ არანაირი რისკი სასწავლო პროცესს არ შეექმნას. ამისთვის საჭიროა საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ზომების მკაცრი დაცვა", - თქვა გიორგი გახარიამ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაწყება. მოსწავლეებს პირბადეების ტარების ვალდებულება არ აქვთ, მასწავლებლებმა და სხვა თანამშრომლებმა კი უნდა ატარონ.

XS
SM
MD
LG