Accessibility links

site logo site logo

ავღანეთის მთავრობამ ასამდე "საშიში" თალიბი პატიმარი გაათავისუფლა


თალიბი პატიმრების გათავისუფლება

ავღანეთის ოფიციალური პირებმა განაცხადეს, რომ გაათავისუფლეს კიდევ ასამდე თალიბი პატიმარი. ეს არის პატიმართა გაცვლის ნაწილი, რომლის მიზანიც სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაა ქაბულსა და თალიბანს შორის.

ავღანელი ოფიციალური პირები დარჩენილ პატიმრებს ახასიათებენ, როგორც განსაკუთრებით საშიშს, რომელთაც ბრალად სდებენ საელჩოებზე, საზოგადოებრივ მოედნებსა და სამთავრობო დაწესებულებებზე თავდასხმების ორგანიზებას, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობას უკანასკნელ წლებში.

400 თალიბი პატიმრის გათავისუფლებაზე შეთანხმება გასულ თვეს ლოია ჯირგას შეკრებაზე მოხდა, ქაბულში. ოთხმოცი მათგანი გასულ თვეში გაათავისუფლეს. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა ხუთი თვის თავზე მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და თალიბანმა პატიმრების ორმხრივი გათავისუფლება ქაბულსა და მებრძოლთა ჯგუფს შორის მოლაპარაკებებისათვის პირობად დასახეს.

მთავრობის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, 1 სექტემბერს რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს განუცხადა, რომ პატიმრების გათავისუფლება უახლოეს რამდენიმე დღეში დასრულდება და მთავრობასა და თალიბანს შორის მოლაპარაკებები დაიწყება ყატარში.

პატიმრების გათავისუფლება ბოლო ზღუდე იყო ქაბულის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობასა და თალიბანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებისთვის, რაც თებერვალში აშშ-ის წარმომადგენლებსა და თალიბებს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების პირობაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG