Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 სტუმრის ცემისთვის დააკავეს ბარ Skygirls-ის დაცვის 2 თანამშრომელი


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, საპატრულო პოლიციამ ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ დაზიანების ბრალდებით 2 პირი დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ლ.ს-მ და ნ.ქ-მ, რომლებიც თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში დაცვის თანამშრომლებად მუშაობდნენ, მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ამავე ბარის სტუმრების, 1986 წელს დაბადებული ორი პირის - ი.ფ.-სა და ი.გ.-ს მიმართ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური
ძალადობა განახორციელეს. მომხდარის შედეგად, ი.ფ.-მ და ი.გ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ”,- აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

ინფორმაცია მასზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ მოქალაქე ივიკო ფრუიძემ სოციალური ქსელ ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა. ინფორმაციაში იგი ბარ Skygirls-ს თაღლითობასა და ცემაში ადანაშაულებდა.

როგორც მოქალაქე აღნიშნავდა, მეგობრებთან ერთად შეკვეთილი ხუთი კოქტეილის ნაცვლად, ბარის თანამშრომელმა მათგან სრულიად განსხვავებული თანხის (981.60 ლარი) გადახდა მოითხოვა, ღიად გამოხატული პროტესტის შემდეგ კი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG