Accessibility links

site logo site logo

დასავლეთი ფიქრობს, როგორ იმოქმედოს გერმანიის განცხადების შემდეგ, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, ნავალნი ნერვული ნივთიერებით მოწამლეს


ალექსეი ნავალნი

დასავლეთის სახელმწიფოთა მეთაურები აპირებენ კოორდინირებულად იმოქმედონ რუსეთის წინაღმდეგ მას მერე, რაც გერმანიამ გამოაცხადა, რომ კრემლის მიმართ კრიტიკული ოპოზიციონერი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი, ალექსეი ნავალნი ნერვულ-პარალიტიკური, სამხედრო კლასის ნივთიერებით იქნა მოწამლული. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა 2 სექტემბერს, რომ გერმანიამ ევროკავშირელ და ნატოელ პარტნიორებს გააცნო საქმის ვითარება, რათა მოხდეს შესაბამისი, ერთობლივი რეაგირება.

2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ სამხედრო ლაბორატორიის ანალიზის შედეგად ნავალნის სხეულში დადასტურდა „ნოვიჩოკის“ ტიპის ქიმიური აგენტი. კრემლის კრიტიკოსებზე თავდასხმების გრძელ სიაში ამ ბოლო ინციდენტმა დაძაბა ვითარება დასავლეთსა და მოსკოვს შორის. მომხდარის გამო გამოითქმის დაგმობა და მოწოდებები, რომ გამოძიება ჩატარდეს გამჭვირვალედ.

კრემლმა გერმანის მოსთხოვა ინფორმაციის ფართო გაცვლა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ "ნოვიჩოკის" თაობაზე ბრალდება არ არის მტკიცებულებით გამაგრებული.

მერკელმა განაცხადა, რომ არის ძალიან სერიოზული შეკითხვები, რომლებზეც პასუხი მხოლოდ რუსეთს აქვს. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ მოწამვლას უწოდა სრულად მიუღებელი და ტვიტერით განაცხადა, რომ ვაშინგტონი მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს, „რათა პასუხისგებაში იქნენ მიცემული ისინი რუსეთში, სადაც უნდა მიდიოდეს მტკიცებულება, რათა შეეზღუდოთ მათ დაფინანსება მათი ბოროტი ქმედებებისთვის“. აშშ-ის კონგრესში გამოითქვა მოწოდება ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ, დაუწესონ რუსეთს კონგრესის მიერ დამტკიცებული სანქციები. ნატომაც გამოაცხადა, რომ რუსეთმა უნდა ჩაატაროს გამჭვირვალე და სრული გამოძიება, და რომ ამგვარი ნივთიერების გამოყენება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი, კანადა და სხვა ქვეყნები გამოდიან მოწოდებით გამოძიებისკენ და ერთობლივი ქმედებისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG