Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოცხადდა ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვიტანილის სასამართლო პროცესის თარიღი


ზელიმხან ხანგოშვილი
ზელიმხან ხანგოშვილი

დადგინდა და გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქის სასამართლოს პროცესის თარიღი.

ბერლინის რეგიონულმა სასამართლომ გამოაცხადა 2 სექტემბერს, რომ 55 წლის ვადიმ კრასიკოვის საქმის განხილვა, რომელსაც ბრალად ედება ხანგოშვილის მკვლელობა, დაიწყება 7 ოქტომბერს.

ხანგოშვილს თავში ორჯერ ესროლეს 2019 წლის 23 აგვისტოს, ბერლინში, კლაინერ ტირგარტენის პარკში.
.
ხანგოშვილი, ეთნიკური ჩეჩენი-ქისტი, რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩენ სეპარატისტებთან ერთად. შემდეგ ის ცხოვრობდა საქართველოში, სადაც მასზე განხორციელდა თავდასხმა. შემგომ ის გადასახლდა გერმანიაში, სადაც თავშესაფარს ითხოვდა.

გერმანიის პროკურატურა ადანაშაულებს რუსეთს, რომ მკვლელობის შეკვეთა იქ მოხდა, თუმცა ამ ბრალდებას კრემლი უარყოფს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, რომელიც დაბადების დღეს აღნიშნავს იმ დღეს, როცა კრასიკოვის სასამართლო იწყება, საჯაროდ დააბრალა ხანგოშვილს ჩეჩნეთში კონფლიქტის პერიოდში ათეულობით ადამიანის მოკვლა.

საგამოძიებო საინტერნეტო საიტის, Bellingcat-ის თანახმად, კრასიკოვი დაქირავებული მკვლელია, რომელიც ყაზახეთში გაიზარდა.

XS
SM
MD
LG