Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია: თავდაცვის სამინისტრომ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტრო გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოქალაქეთა დავალიანების ჩამოწერით წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. საუბარია 31 აგვისტოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებაზე.

"ხელისუფლების ინიციატივა შეუმსუბუქოს მოქალაქებს ფინანსური წნეხი მისასალმებელია, თუმცა არჩევნების წინ ამ ნაბიჯის გადადგმა ამომრჩეველთა გულის მოგებაზე გათვლილი მანიპულაციის შთაბეჭდილებას ტოვებს. მინისტრს ამის გაკეთება კენჭისყრის დღის შემდეგაც შეეძლო", - ვკითხულობთ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ფორმალურად დაიცვა ვადები და გადაწყვეტილება საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების წინა დღეს მიიღო:

"ხელისუფლებამ ამით თავი აარიდა იმ რეგულაციებს, რომელიც მას ამ დროს ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებას უკრძალავს".

მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 1 მლნ 600 ათასი ლარის ოდენობის დავალიანება გაუნულდება 1 000-მდე ადამიანს, რომელთაც სამხედრო ჰოსპიტლის 2009 წლიდან ერიცხებათ ხანდაზმული დავალიანება (სამი და მეტი წელი) სხვადასხვა მომსახურების გამო.

სამხედრო ჰოსპიტალი უფასო სამედიცინო მომსახურებას უწევს სამხედრო მოსამსახურეებს, ხოლო რიგით მოქალაქეებს ჰოსპიტალი დაფუძნების დღიდან ფასიან სამედიცინო სერვისს სთავაზობს.

XS
SM
MD
LG