Accessibility links

ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმას გიორგი ვოლსკი ირიბად რუსეთს უკავშირებს


საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ვარაუდობს, რომ ლუგარის ლაბორატორაზე განხორციელებული კიბერთავდასხმა რუსეთთან დაძაბული კომუნიკაციის გამოძახილია.

„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ დაძაბული განცხადებების გაცვლა-გამოცვლა რუსეთთან, მათი უსაფუძვლო ბრალდებები, ამ ბრალდებებზე ხისტი პასუხი, რაც ჩვენგან მოისმინეს, გარკვეულწილად არის ეს კიბერშეტევა გამოძახილი ამ ბოლო პერიოდის მოვლენების. ფაქტია, რომ ჩვენმა სამსახურებმა საკმაოდ პროფესიონალურად იმუშავეს“,- უთხრა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, რეალურად უნდა დადგინდეს ამ თავდახმის წყარო.

„რაც გამოქვეყნებულია რაღაც საიტზე, მონაცემები, მნიშვნელოვანწილად შეიძლება ასე ითქვას, ძირითადად არის უზუსტობა. ასეც რომ არ იყოს, პირადი მონაცემები, ადამიანების არის რასაკვირველია ხელშეუხებელი, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების თემას, კიბერშეტევებისგან დაცულია. ყოველ შემთხვევაში, ეს შემოტევა მოგერიებულია. საფრთხე ყოველთვის არის. ეს მარტო საქართველოს არ ემუქრება. ნებისმიერ ქვეყანაზე შეიძლება კიბერშეტევის მიტანა. რეალურად ძნელია, მაგრამ დასადგენია წყარო, საიდანაც მომდინარეობს ეს შეტევა“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადებით უცხო ქვეყნიდან განხორციელებული კიბერშეტევის შედეგადაც თავდამსხმელებმა მოიპოვეს და გაავრცელეს ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაცია და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შსს-ის განცხადებით, კიბერშეტევა 2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ განხორციელდა, მოპოვებული ინფორმაცია კი ფალსიფიცირებული სახით გავრცელდა ინტერნეტში.

ასევე ნახეთ: საქართველოში პასუხობენ რუსი დეპუტატის ბრალდებებს - საქმე „ნოვიჩოკის“ წარმოებას ეხება

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG