Accessibility links

ლუკაშენკა აცხადებს, რომ მისი დაზვერვის ცნობით ნავალნის მოწამვლის ვერსია "ფალსიფიცირებულია"


ბელარუსის პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, რუსეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე „ფასლიფიცირებულ“ უწოდა ალექსეი ნავალნის „ნოვიჩოკით“ მოწამვლის ვესიას და ამის დასტურად მოიტანა ბელარუსის დაზვერვის მიერ მოპოვებული საბურის ჩანაწერი ვარშავასა და ბერლინს შორის.

„გუშინ, თუ გუშინწინ მერკელის გამოსვლამდე, ჩვენ გადავიტაცეთ საუაბარი. როგორც ჩვენ გვესმის, ვარშავა ელაპარაკება ბერლინს. კავშირზეა ორი აბონენტი. გადაიტაცა საუბარი ჩვენმა რადიოლექტრონულმა სამხედრო დაზვერვამ. ვინაიდან იქ განლაგებულია ჩვენი ნაწილები და ჩვენ, ცხადია, ვაწარმობეთ ნატოელების წინააღმდეგ ბრძოლას რადიოსფეროში. და ჩვენ გადავიტაცეთ საინტერესო საუბარი. არავითარი ნავალნის მოწამვლა არ ყოფილა",- განაცხადა ლუკაშენკამ.


რუსეთის პრემიერ-მინსტრი მიხიილ მიშუსტინი და ლუკაშენკა ერთმანეთს 3 სექტემბერს შეხვდნენე მინსკში დამოუკიდებლობის სასახლეში.

ლუკაშენკა დაპირდა რუსეთის პრემიერ-მინისტრს, რომ გააცნობს ამ საუბრის ჩანაწერს და ასევე გაუგზავნის რუსეთის ფედერალური უშიშროების სამხახურს.

წინა დღით გერმანიის შეიარაღებული ძალების სპეციალიზებულ ლაბორატორიაში ჩატარებულმა ტოქსიკოლოგიურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამლეს სამხედრო კლასის ნერვულ-პარალიტიკური ქიმიური აგენტით, რომელიც საბჭოთა კავშირში შექმნილ და რუსეთში განვითარებულ, „ნოვიჩოკის“ ჯგუფს განეკუთვნება.

ევროკავშირის უზენაესი წარმომადგენელი საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჯოზეპ ბორელი აცხადებს, რომ ევროპის კავშირი გადაჭრით გმობს რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლას. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში მთლიანად დაგმო რუსი პოლიტიკოსის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება.

ევროკომისიის თავმჯდომარე, ურსულა ფონ დერ ლაიენი ნავალნის მოწამვლას უწოდებს „საზიზღარს და მხდალ“ ქმედებას.

გერმანიის ხელისუფლებამ დაგმო ცნობილი რუსი ოპოზიცონერის მოწამვლა და მოითხოვა რუსეთის ხელისუფლებისგან მომხდარზე განმარტების გაკეთება.

რუსეთი უარყოფს ნავალნის მოწამვლას. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ არ არსებობს რუსეთის დადანაშაულების საფუძველი და ამ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტი არ აპირებს არც სპეციალური განცხადების გაკეთებას და არც გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან საუბრის გამართვას.

როგორც ლუკაშენკამ განაცხადა 3 სექტემბერს, ნავალნის მოწამვლაში რუსეთის დადანაშაულება უკავშირდება რუსეთში კარს მოდგარ რეგიონული არჩევნებს და ასევე ვითარებას ბელარუსში. "ეს გაკეთდა იმისთვის, რომ დააკარგვინონ პუტინს ყოველგვარი სურვილი, რომ ჩაყოს ცხვირი ბელარუსის საქმეში“, - აცხადებს ლუკაშენკა.

ალექსეი ნავალნიმ, რომელიც 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში გონი დაკარგა.

ავიალაინერი ომსკის აეროპორტში დაეშვა და ნავალნი გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში, რომლის ექიმებმა ოჯახს ორი დღის შემდეგ მისცეს პაციენტის გერმანიაში გადაყვანის უფლება.

ოპოზიციონერი აქტივისტის ოჯახი და თანამოაზრეები პირველივე დღიდან აცხადებენ, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთის ხელისუფლებამ მოწამლა. ალექსეი ნავალნი 22 აგვისტოს გადაიყვანეს ბერლინის კლინიკა „შარიტეში“.

ოპოზიციონერი აქტივისტი ხელოვნური კომის მდგომარეობაშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG