Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში სასამართლომ 10 დღით დააპატიმრა ყოფილი ტელეწამყვანები „არასანქციერებულ მსვლელობაში“ მონაწილეობისთვის


3 სექტემბერს მინსკის სასამართლომ ათი დღით პატიმრობა მიუსაჯა ორ ყოფილ ბელარუს ტელეწამყვანს, დზმიტრი კოხნოსა და დზმიტრი დუდინსკის.

ისინი 23 აგვისტოს დააკავეს „არსანაქცირებულ მსვლელობაში“ მონაწილეობის გამო მინსკის დამოუკიდებლობის პროსპექტზე.

კოხნოს იმ დღეს მხრებზე შემოხვეული ჰქონდა ბელარუსის თეთრ-წითელი-თეთრი დროშა, რომელსაც ბელარუსის მოქმედი ხელისუფლება მიიჩნევს უკანონოდ, ხოლო ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტარ ხრენინმა, ამასწინათ მას „ფაშისტურიც“ უწოდა.

პოპულარული ტელეწამყვანი დზმიტრი კოხნო, ტელეარხ „ონტ“-ზე უძღვებოდა სარეკლამო გათამაშებას.

დზმიტრი დუდინსკი, სახელმწიფო ტერეარხ „ბელარუს 1“-ის წამყვანი, მინსკის თანამედროვე სამხატვრო თეატრის მსახიობიცაა. მისი დაპატიმრების გამო თეატრის დასმა პროტესტის ნიშნად 10 დღით შეწყვიტა მუშაობა.

9 აგვისტოდან ბელარუსში დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. 9, 10 და 11 აგვისტოს ლუკაშენკას ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა და სპეცსაშუალებები გამოიყენა და რამდენიმე ათასი ადამიანი დააკავა.

არეულობის შეეგად დაიღუპა სულ მცირე 4 ადამიანი, ხოლო 10 დაკარგულად ითვლება.

საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, ბელარუსის რეჟიმმა საპატიმროებიდან გაათავისუფლა გამოსვლების პირველ დღეებში დაკავებულები. თუმცა საპროტესტო აქციებში მონაწილეთა დაშინება და დაპატიმრება კვლავ გრძელდება.

1 სექტემბერს მილიციის „ომონმა“ მინსკში დააკავა 120 დემონსტრანტი. მათ შორის არის სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების წარმომადგენელი 6 ჟურნალისტი, რომლებაც 10 დღით ადმინსტრაციული პატიმრობა შეფარდათ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG