Accessibility links

ირანის სასამართლომ ცნობილ მოჭიდავეს სიკვდილი მიუსაჯა


27 წლის სპორტსმენს ირანის სასამართლომ უმკაცრესი სასჯელი სამი წლის წინანდელ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო გამოუტანა.

ჭიდაობაში ირანის მრავალგზის პრიზიორსა და ნაკრების წევრ ნავიდ აფკარის სიკვდილით დასჯიან. განაჩენის აღსრულებამდე კი 74-ჯერ გაროზგავენ.

27 წლის სპორტსმენს ირანის სასამართლომ უმკაცრესი სასჯელი გამოიტანა სამი წლის წინანდელ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის დროს ადამიანის მკვლელობის ბრალდების გამო. ნავიდის გარდა, განაჩენი მის ორ ძმასაც გამოუცხადეს, რომლებიც იგივე ბრალდებით არიან დაკავებულები. ვაჰიდ აფკარის 54 წელი მიუსაჯეს, ხოლო ჰაბიბს - 27.

სამ ძმას სასამართლომ ოცზე მეტი ბრალდება წაუყენა. მათ შორის - ეროვნული უსაფრთხოების შერყევის მცდელობა და ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის​ შეურაცხყოფა.

ბრალდებულთა დედამ გაავრცელა განცხადება, რომ ირანის სასამართლო სიყალბითაა სავსე და მის შვილებს თავის დაცვის საშუალება შეგნებულად არ მისცეს.

საინფორმაციო სააგენტომ „The Human Rights Activists News” კი გაავრცელა ნავიდ აფკარის წერილი, რომელშიც სპორტსმენი წერდა, რომ ციხეში სასტიკად აწამებდნენ. ვახიდმა კი ასევე გაუსაძლისი ფიზიკური ზეწოლის გამო ორჯერ სცადა საკანში თავის მოკვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG