Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქარელში იუსტიციის სახლის საზეიმო გახსნა 133 ათასი ლარი დაჯდა


გუშინ, 3 სექტემბერს, ქარელში იუსტიციის სახლის ფილიალის გახსნის საზეიმო ღონისძიება 133 112 ლარი დაჯდა. ხელშეკრულება შპს HD EVENTS-თან ტენდერის გარეშე დაიდო.

ყველაზე ძვირი (18 224 ლარი) მულტიმედიური შოუს ვიზუალიზაცია და კონტენტის წარმოება დაჯდა. შედარებით ნაკლები (15 165) იყო გათვალისწინებული სატელევიზიო პირდაპირი ჩართვისთვის.

ხელშეკრულების მიხედვით (დეტალურად), საღამოზე უნდა ყოფილიყო ფოიერვერკი - 150 ჭურვი - ხანგრძლივობა 3 წუთი, 250 გასროლა 1,5 წმ-ის ინტერვალით. გარდა ამისა, მოეწყო ფურშეტი, პოდიუმი და ბავშვებისთვის სივრცე.

XS
SM
MD
LG