Accessibility links

Amnesty International-ი: „განსაცვიფრებელი რაოდენობის“ ჯანდაცვის მუშაკები იხოცებიან COVID-19-ით


საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაცია, Amnesty International-ი აცხადებს, რომ ჯანდაცვის, სულ მცირე, შვიდი ათასი მუშაკი გარდაიცვალა მსოფლიოში კორონავირუსით და აღნიშნავს, რომ მათ, ვინც წინა ხაზზე იბრძვის კორონავირუსთან, სჭირდებათ დაცვის საშუალებებთან შესაბამისი წვდომა. „მედიცინის თითოეულ მუშაკს აქვს უფლება, უსაფრთხოდ იმუშაოს და სკანდალია, რომ მათ ასეთი ფასის გადახდა უწევთ“, - განაცხადა სტივ კოკბერნმა, უფლებადამცავი ჯგუფის ეკონომიკური და სოციალური სამართლიანობის განყოფილების ხელმძღვანელმა.

„პანდემიის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ჯანდაცვის მუშაკები კვლავ საშინელი სისწრაფით იხოცებიან ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა მექსიკა, ბრაზილია, აშშ და ინფექციის სწრაფი გავრცელება სამხრეთ აფრიკასა და ინდოეთში აჩვენებს, რომ ყველა სახელმწიფომ ერთად უნდა იმოქმედოს.

ჯანდაცვის მუშაკების უდიდესი რაოდენობა, 1320, დაიღუპა კორონავირუსით მექსიკაში. ამ ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი მათ შორის, ვინც სხვების ჯანმრთელობისთვის ზრუნავს, თითქმის 98 ათასია.

Amnesty International-ის მონაცემებით, ჯანდაცვის 1077 მუშაკი დაიღუპა აშშ-ში, 649 - ბრიტანგეთში, 634 - ბრაზილიაში, 631 - რუსეთში, 5673 - ინდოეთში, - 164 ირანში.

Amnesty International-ი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მუშაკებში სიკვდილიანობის რეალური მონაცემები ბევრად მაღალია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG