Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილარმონიის მიმდებარედ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო


შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო. უწყება საქმეს სისხლის სამართლის კოდექსით იძიებს.

ამ კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, სამშენებლო სამუშაოების დარღვევით წარმოება, რა დროსაც ადამიანი დაიღუპა, ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ აფეთქების ხმა გაისმა. სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა კლუბ "დეჟა-ვუსთან".

წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ მუშებს, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. დაშავებულია 3 ადამიანი, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია, გარდაცვლილია - 1.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აფეთქების შედეგად ხანძარი არ გაჩენილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG