Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში მომხდარი აფეთქების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა


წუხელ ირანში მომხდარი აფეთქების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ 5 სექტემბერს იუწყებიან ირანის საინფორმაციო სააგენტოები. ქვეყნის დასავლეთში მდებარე ილამის პროვინციაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით არ იტყობინებიან დაღუპულთა შესახებ.

ხელისუფლების ცნობით, აფეთქდა ქლორის ბალონი, რომელიც სატვირთო მანქანით გადაჰქონდათ. სააგენტო IRNA-ს თანახმად, ვარაუდობენ, რომ ინციდენტი „უყურადღებობის“ გამო მოხდა. სხვა დეტალი ცნობილი არ არის.

ზაფხულის განმავლობაში ირანში სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე საეჭვო ხანძრები და აფეთქებები მოხდა. 24 აგვისტოს ირანის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ნათანზში, ქვეყნის მთავარ ბირთვულ ობიექტზე, ივლისში მომხდარი აფეთქება „საბოტაჟის ოპერაციის შედეგი იყო.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG