Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირმინგემში უცნობმა პირმა დანით მოკლა ერთი ადამიანი და დაჭრა შვიდი


დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემის ცენტრში უცნობი პირის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა. Sky News-ის ცნობით, ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. ყველა დაზარალებულს დანით აქვს ჭრილობები მიყენებული. თავდასხმები კვირას დილას მოხდა.

პოლიციამ მომხდარს უწოდა „თავდასხმების სერია მკაფიო მოტივის გარეშე“. მათი თქმით, ინციდენტი არ არის ტერორიზმთან კავშირში. ხელისუფლებას ჯერჯერობით სხვა დეტალები არ გამოუქვეყნებია. ცნობილია, რომ თავდამსხმელი არ არის დაკავებული, მიმდინარეობს მისი ძებნა. ამასთან, ჯერ არ არის დადგენილი მისი ვინაობა.

ბრიტანეთის მთავრობამ მოსახლეობას მოუწოდა, „ძალიან ფრთხილად“ იყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG