Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის ხელისუფლება აცხადებს, რომ 600-ზე მეტი ადამიანი დააკავა


ბელარუსის ხელისუფლების განცხადებით, მან დააკავა 633 დემონსტრანტი, როცა ათეულათასობით ადამიანი მონაწილეობდა მსვლელობაში 6 სექტემბერს მინსკსა და სხვა ქალაქებში. ბელარუსში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას გადადგომას მოითხოვენ.

პოლიციამ უარყო, რომ მან დააკავა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მარია კალესნიკავა. ut.by თვითმხილველის ნაამბობზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ კალესნიკავა ჩასვეს მიკროავტობუსში წარწერით "Связь" (კავშირი) და წაიყვანეს დაუდგენელი მიმართულებით. გავრცელებული ცნობით, მისი ტელეფონი არ პასუხობს.

ახალი ამბების სააგენტო მედუზა იტყობინება, რომ ახლობლებმა კავშირი დაკარგეს საკოორდინაციო საბჭოს პრესმდივანთან, ანტონ რანდიონკაუსთან და არჩევნებზე ოპოზიციის ერთ-ერთი კანდიდატის, რომელიც კენჭისყრაზე არ დაუშვეს, შტაბის წევრთან, ჰლებ ჰერმანთან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 600-ზე მეტი პირი დააკავა, რაც ბევრად მეტია იმ რიცხვზე, რომელიც უფლებადამცველებმა და სხვა მეთვალყურეებმა გამოაცხადეს.

საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები 30-ე დღეს, ლუკაშენკას გადადგომის და ახალი არჩევნების ჩატარების გარდა, მოითხოვენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და დემონსტრაციების დროს პოლიციის ძალადობის საქმეთა დამოუკიდებელ გამოძიებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG