Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნუკრი ქანთარია: მომავალში სააკაშვილს ვხედავ გულმოდგინე, ენერგიულ ტუსაღად


„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ეხმაურება კოალიციის „ძალა ერთობაშია“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის დასახელებას.

„ეს განცხადება უკვე კომედიურ ჟანრს სცილდება და უკვე რაღაც ფსიქიატრიულის განხრით მიდის. ეს აკვიატება მალე გაივლის და მომავალში სააკაშვილს ვხედავ გულმოდგინე, ენერგიულ ტუსაღად, რომელიც არის შრომისმოყვარე კაცი, რომელიც კერავს ქუდებს, ხელთათმანებს, იქ აი, ამ ორგანიზაციაში, პენიტენციურ დაწესებულებაში“, - თქვა ნუკრი ქანთარიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ საზოგადოებას გააცნო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოსა და გაერთიანებული ოპოზიციის - „ძალა ერთობაშია“ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დასახელების შესახებ.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე დღეს რადიკალურ ცვლილებებს ითხოვს და ამის განხორციელება შეუძლიათ მხოლოდ გაერთიანებულ ოპოზიციას „ძალა ერთობაშია“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიც მიხეილ სააკაშვილი იქნება.

6 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მორიგ მიმართვას საქართველოში დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით 7 სექტემბერს გააკეთებს. ერთ-ერთ თავის ბოლო ვიდეომიმართვაში 27 აგვისტოს კი მან ბოდიში მოუხადა საქართველოს მოსახლეობას და ჩამოსვლას დაჰპირდა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 31 ოქტომბერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG