Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავარიის შედეგად ორი მოზარდი დაშავდა გორში


14 და 15 წლის ფეხით მოსიარულე გოგონებს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა გორში, მშვიდობის გამზირზე. შემთხვევის შედეგად ორივე მოზარდმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ერთი მათგანი კლინიკა „გორმედში“, მეორე კი - გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. ერთ მოზარდს ქვედა კიდური აქვს მოტეხილი, მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კი შედარებით მძიმეა. მათ კლინიკებში შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG