Accessibility links

site logo site logo

ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში იმყოფებიან


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტები, ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი, მოსკოვში იმყოფებიან.

ალსან ბჟანიას პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ცნობით, „პრეზიდენტი“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მთავრობის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.

ბიბილოვის პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ მას „მოსკოვში დაგეგმილი აქვს შეხვედრები სამხეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით მომუშავე რუს ჩინოვნიკებთან“.

ბიბილოვს თან ახლავს რამდენიმე „მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი“.

სააგენტო „რესის“ თანახმად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, გასულ კვირას რუსეთის ხელისუფლებას წერილობით მიმართა 15 სექტემბრიდან ე.წ. საზღვრის გახსნის წინადადებით. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ რუსეთის ფედერაციასთან ე.წ. საზღვარი 1 აგვისტოს გახსნა, რასაც აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდა მოჰყვა.

რაც შეეხება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებას. ადგილზე პოლიტიკური კრიზისია, რაც მოჰყვა ახალგაზრდა კაცის ინალ ჯაბიევის გარდაცვალებას.

30 წლის ინალ ჯაბიევი 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში. ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია მილიციელების მიერ მისმა წამებამ და ცემამ. ამ ინფორმაციას და სოციალური ქსელებით ფოტოების გავრცელებას ცხინვალში მასობრივი მღელვარება და საპროტესტო აქციები მოჰყვა.

დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იძულებული გახდა, ე.წ. მთავრობა დაეთხოვა. მიუხედავად ამისა, 28 აგვისტოს შემდეგ ცხინვალში არ წყდება საპროტესტო გამოსვლები თავად ბიბილოვისა და დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ჯაგაევის, გადადგომის მოთხოვნით. 31 აგვისტოს ინალ ჯაბიევის დაკრძალვის შემდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრაც სცადეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG