Accessibility links

ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა შემოსავლების სამსახურის აჭარის რეგიონის 3 თანამშრომელს


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აჭარის რეგიონის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ოფიციალური ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ახალი შემთხვევები რისკჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში გამოვლინდა, რომელიც "ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონისა" და სარფის გამშვები პუნქტის თანამშრომლებს, საერთო ჯამში, 284 ადამიანს ჩაუტარდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 45-ით გაიზარდა, რაც ამ დროისათვის დღიური რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე რეკორდად ითვლებოდა 2 სექტემბრის მონაცემები, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა დღე-ღამის განმავლობაში 38 იყო.

დაავადებულთა საერთო რაოდენობა 8 სექტემბრის დილის მონაცემებით 1729 შემთხვევას შეადგენს.

6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. საქართველოში გამოჯანმრთელებულია 1321 ადამიანი, გარდაცვლილია - 19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG