Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ ითამაშა


ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი თბილისის „დინამოარენაზე“, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან ფრეს დასჯერდა.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი თბილისის „დინამოარენაზე“, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში პირველი ქულები დაკარგა.

ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი თბილისის „დინამოარენაზე“, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან ფრეს დასჯერდა. ანგარიში მე-13 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გახსნა, პენალტით. ოციოდ წუთში კი რისტოვსკიმ გაათანაბრა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.

ორი ტურის შემდეგ, ოთხგუნდიანი ჯგუფის ლიდერები სწორედ საქართველოსა და მაკედონიის ნაკრებები არიან, ოთხ-ოთხი ქულით. სომხეთს სამი ქულა აქვს. ესტონეთი კი უქულო აუტსაიდერია.

XS
SM
MD
LG