Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 20-ით გაიზარდა


გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ტესტირება 134 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან კოვიდ-19-ზე დადებითი აღმოჩნდა 20.

ამ დროისათვის გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 50 პაციენტი მკურნალობს, მათგან 48 კორონავირუსით ინფიცირებულია. ინფიცირებულთაგან 7-ის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 10 საშუალო სიმძიმის პაციენტია. ერთი მძიმე ავადმყოფი სამკურნალოდ გადაყვანილია სოჭის, დაგომისის საავადმყოფოში.

ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი სულ დადასტურებული აქვს 536 ადამიანს, მათგან 158 გამოჯანმრთელდა, ხოლო 5-გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG