Accessibility links

“ღია რუსეთისა“ და „გაერთიანებული დემოკრატების“ ოფისებში ჩხრეკა ტარდება


კომპანია „იუკოსის“ საქმეზე 9 სექტემბერს „ღია რუსეთისა“ და „МБХ მედიას“ ოფისებში ჩხეკვა ჩატარდა.

სამშაბათ დილით პოლიციისა და საგაოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს პროექტ „გაერთიანებული დემოკრატების“ მონაწილეთა ოფისბში ვლადიმირში, ივანოვსკის ოლქსა და თათრეთში.

ამის შესახებ „ნოვაია გაზეტა“ იუწყება „ღია რუსეთის“ კოორდინატორ, ტატიანა უსმანოვაზე დაყრდნობით.

“გაერთიანებული დემოკრატები“ მხარს უჭერენ მუნიციპალური არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატებს და მუშაობენ ალექსეი ნავალნის შტაბთან კოორიდაციაში.

როგორც „ღია რუსეთის“ წარმომადგენელი, ტატიანა ბურაკოვა, იტყობინება ჩხრეკა ტარდება ფულის გათეთრების მუხლით აღძრულ „იუკოსის საქმეზე“ მოსკოვის ბასმანის სასამართლოს დადგენილების საფუძველზე.

სინამდვილეში კი რუსეთის ხელისუფლება ცდილობს დააშინოს "ღია რუსეთისა" და "გაერთიანებული დემოკრატების" აქტივისტები, რომელთა მხარდაჭერით 13 სექტემბრისთვის დანიშნულ მუნიციპალურ არჩევნებში რუსეთში 500 დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს მანდატების მოსაპოვებლად.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია რუსეთი“, რომელიც მიხაილ ხოდორკოვსკის სახელს უკავშირდება, გასულ წელს რუსეთის ხელისუფლებამ არასასურველთა სიაში შეიტანა ოცამდე სხვა არაკომერციულ ორგანიზაციასთან - „თანამედროვე რუსეთის ინსტიტუტის“, ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდის“ და „უკრაინელთა მსოფლიო კონგრესთან“- ერთად.

3 სექტემბერს მოსკოვში, პოლიციამ პირდაპირ ქუჩაში დააკავა არაკომერციული ორგანიზაცია „ღი რუსეთის“ დირექტორი, ანდრეი პივოვაროვი, რომელსაც 14 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG